_ ჩვენ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვიბრძოდით იმისთვის, რომ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა დაბრუნებოდა თავის საქმიანობას, რომელიც მას შემდეგ შეჩერდა, რაც დედაქალაქის მერის პოსტზე დავით ნარმანია მოვიდა.
ვამტკიცებდით, რომ ამ ქარხნის მუშაობა აუცილებელი იყო. ამ ქარხანაში ვაგონების მოდერნიზება-შეკეთება ხდება. ისინი რომ არა, თბილისის მეტროს
შეექმნებოდა მუშაობის პრობლემა.
ჩვენ სანამ ამ ქარხნის ასამუშავებლად ვიბრძოდით, დავით ნარმანიამ მოახერხა იმდენი, რომ ამ სააქციო საზოგადოებაში შეიცვალა ხელმძღვანელი პირი, მოვიდა ის ადამიანი, რომელსაც `ქართული ოცნება~ და თბილისის მერი ენდობოდნენ.
ხელმძღვანელი პირის შეცვლის შემდეგ ქარხანასთან დაიწყო ხელშეკრულებების გაფორმება. სწორედ აქ არის კონკრეტული დარღვევები. დარღვევების შესახებ ინფორმაცია ქარხნიდან მოგვაწოდეს, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი „ახალ თაობასთან“.
რამდენად სანდოა აღნიშნული ინფოემაცია?
_ სანდოა. „ახალ საქართველოს“ მოგვაწოდეს `ექსელის ფაილები~, სადაც მოცემულია ციფრები, თუ რამდენი ფული დახარჯა მერიამ მეტროს ვაგონების შეკეთებაზე. მარტო ორი ხელშეკრულებიდან 5.178.000 ლარი მოტეხეს.
ერთი ხელშეკრულების ღირებულება 7.499.000 ლარს შეადგენს, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით კი სულ სხვა რამე დგინდება. რეალური ფასთწარმოება სულ სხვა რამეზე მიუთითებს. ხელშეკრულებაში გაფორმებული თანხის ნაცვლად რეალური დანახარჯი იყო 3.000.900 ლარი. ფაქტობრივად, 3,5 მილიონი ააორთქლეს ამ ხელშეკრულებიდან.
ამავე ქარხანასთან გაფორმდა კიდევ ერთი, 3.199.000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში დაახლოებით 1.600.000 ლარი გაქრა. ორივე შემთხვევაში 5.178.000 ლარი მოუტეხეს ბიუჯეტს.
ახლო მომავალში ჩვენ გავასაჯაროებთ, რა არის რეალური ფასთწარმოება და რა წერია ხელშეკრულებაში, – აცხადებს ხაბეიშვილი.

