ლივერპული მოჰამედ სალაჰით დაინტერესდა

ლივერპული მოჰამედ სალაჰით დაინტერესდალივერპულის ახალი სატრანსფერო სამიზნე რომას ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მოთამაშედ ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სალაჰის შეძენა ძალიან სურს ლივერპულის მწვრთნელს იურგენ კლოპს, მაგრამ რომა სალაჰს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა თუ ლივერპული ამ ტრანსფერში 50 მილიონ ევროს გადაიხდის.

ლივერპულს ეს თანხა ეძვირა, ამიტომ იმის ალბათობა, რომ სალაჰის ტრანსფერი განხორციელდება არცთუ ისე დიდია. სალაჰი რომაში 2015 წლიდან თამაშობს.