21 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია პოლონეთის თასის გამარჯვებული გახდა.
ფინალურ შეხვედრაში „არკამ“, სადაც ზარანდია თამაშობს, „ლეხს“ დამატებით დროში 2:1 მოუგო.
ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.
ქართველი ფეხბურთელი 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და 111-ე წუთზე შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ გოლი გაიტანა.
ზარანდიამ ბურთი საკუთარი მოედნის მარჯვენა ფლანგიდან წამოიღო, გასცდა მეტოქის ფეხბურთელებს, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ტექნიკური დარტყმით გაიტანა გოლი.
ზარანდიას გოლის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა “არკას” სასარგებლოდ.
“ლეხმა” მხოლოდ ის მოახერხა, რომ დამატებითი დროის ბოლოს ერთი გოლი გაქვითა.
ზარანდია „არკაში“ რამდენიმე თვის წინ გადავიდა და გუნდთან ერთად პირველი ტიტული პირველივე სეზონში მოიპოვა.

