
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ ოუენი, თავის ყოფილ გუნდს ურჩევს, რომ ამ ეტაპზე მათ ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი არ იყიდონ. ოუენის აზრით, გრიზმანის ყიდვა მარკუს რეშფორდის განვითარებას ხელს შეუშლის.
” მარკუს რეშფორდი ამჟამად მანჩესტერ იუნაიტედის საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო თუ გრიზმანი გადმოვა, მაშინ რეშფორდს გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო მიეცემა, რაც მის განვითარებაზე ცუდად იმოქმედებს. მანჩესტერის ადგილზე გრიზმანის შეძენისგან თავს შევიკავებდი”– განაცხადა მაიკლ ოუენმა.
მანჩესტერ იუნაიტედი გრიზმანის ტრანსფერში 85 მილიონ ევროს იხდის, თუმცა ატლეტიკო ჯერჯერობით თანხმობას არ იძლევა.

