მარია შარაპოვამ რამდენიმე კვირის წინ განაახლა თავისი საჩოგბურთო კარიერა. შეგახსენებთ რომ მარიას მელდონიუმის მოხმარების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა.
შტუტგარტის ტურნირზე შარაპოვამ ფრანგ ჩოგბურთელთან კრისტინა მლადენოვიჩთან წააგო, რომელმაც თქვა, რომ მას ყველა თხოვდა შარაპოვას დამარცხებას, რადგან მარიას საჩოგბურთო სამყაროში ვერ იტანენ.
მლადენოვიჩის აზრით, ამის მიზეზი შარაპოვას რთული ხასიათია და ტურნირების დროს მარია არავის ესალმება, რის გამოც შარაპოვას საჩოგბურთო სამყაროში მეგობრები არ ჰყავს.

