მარკო ვერატის ყიდვა ბაიერნსაც უნდა

მარკო ვერატის ყიდვა ბაიერნსაც უნდაპსჟ-ს იტალიელ ნახევარმცველზე მარკო ვერატიზე ევროპაში დიდი მოთხოვნაა. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს ბარსელონა და ვერატის ბარსელონაში გადასვლა არავისთვის მოულოდნელი არ იქნება.

ბარსელონას გარდა ვერატის გადაბირება მიუნხენის ბაიერნსაც სურს და გერმანული კლუბის ინტერესი თვითონ ვერატის აგენტმა დაადასტურა. აგენტის თქმით, მარკო რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და ზუსტად იცის, რომ იტალიის ჩემპიონატში არ დაბრუნდება.

პსჟ-ს ვერატის გაყიდვა არ სურს, მაგრამ როგორც ჩანს მათ ამის გაკეთება მაინც მოუწევთ, რადგან ვერატის ბევრი გრანდი ეპატიჟება და მარკო ამ შეთავაზებებზე უარს არ იტყვის.