ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდა და ჩემპიონი რეალი გახდა, მაგრამ საუკეთესო ბომბარდირი ბარსელონას ლიდერი ლიონელ მესია, რომლის ანგარიშზეც 37 გატანილი გოლია.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ მესი პირველად გახდა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. მაშინ მესის ანგარიშზე 46 გატანილი გოლი იყო. ამჯერად ლეომ 9 გოლით ნაკლები გაიტანა, მაგრამ პირველობა მან მაინც არავის დაუთმო.
მეორე ადგილზე მესის თანაგუნდელი გავიდა 29 გოლით, ხოლო კრიშტიანო რონალდუმ კი მხოლოდ მესამე პოზიცია დაიკავა. პორტუგალიელი ვარსკვლავის ანგარიშზე 25 გატანილი გოლია, რაც მისთვის არცთუ კარგი შედეგია.

