მეტრო “წერეთელი” დაკეტილია

მეტრო "წერეთელი" დაკეტილიამეტროსადგური „წერეთელი“ დაკეტილია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორია საპატრულო ლენტითაა შემოსაზღვრული და სამართალდამცავები იქ არავის უშვებენ.
ამ დროისთვის მეტროსადგურში დაკვამლიანება აღარაა, ვინაიდან ადგილზე მეხანძრეებმა იმუშავეს.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ესკალატორის სამართავ პულტის კაბელს გაუჩნდა.
მეტროსადგურ „წერეთლის“ ტერიტორიაზე სახანძრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე რჩებიან.

pia.ge-ს ფოტო