ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ რაიმე სახის მზაკვრული გეგმა მზადდება.
– უფრო მეტს ვფიქრობ, ჩნდება კითხვის ნიშანი, ხომ არ არის, ღმერთმა დაგვიფაროს და უფრო მზაკვრული ჩანაფიქრი, რაც გერმანიაში არ განხორციელდა და რისი დაბრალებაც სხვისთვის უნდოდათ და აქ ხომ არ არის დაგეგმილი და ამ სიბინძურეზე წამსვლელი იცოდნენ, რომ არ იყო ზურაბი და ეს ვიწრო გარემოცვა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო ხელისუფლებამ და მიმაჩნია, რომ საერთოდ შეცდომა დაუშვა.
მე ვფიქრობ, როდესაც პირადად პატრიარქმა აირჩია ეს ბიჭები და როდესაც სოსო წავიდა, უწმინდესს ბიჭებისთვის უთქვამს, თქვენო ნუ მიმატოვებთო. ეს იმას ნიშნავს, რომ პატრიარქი თავად გრძნობს თავს დაუცველად, მისთვის ყოველთვის უცხოა სახელმწიფო დაცვა და ჩვენ გამოდის, რომ მივდივართ ჩვენი მეზობელი ქვეყნის სცენარისკენ, სადაც ბოლომდე სახელმწიფო დაცვა იცავს, როგორც ვიცი და არანაირი ქრისტიანული სულისკვეთება არ არის, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ის ასევე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, პატრიარქის წინააღმდეგ რაიმე სახის გეგმა ჰქონდეს მომზადებული და ილია მეორის დაცვის უფროსის, ზვიად ბუჩუკურის სამსახურიდან გაშვება უბრალოდ დამთხვევა არ არის. ამ სიტუაციის იგნორირებით კი, მეუფე პეტრეს აზრით, ხელისუფლება უდიდეს შეცდომას უშვებს.
– პატრიარქის გერმანიიდან ჩამოსვლისთანავე დაემთხვა ქვეყნის არაფორმალური მმართველის პირადი დაცვის სამსახურის უფროსის განთავისუფლება, რომელიც იყო სოსოს და ამ ბიჭების უახლოესი მეგობარი და, რომელიც იყო ერთ-ერთი შუამავალი პატრიარქსა და ამ არაფორმალურ მმართველს შორის. ხელისუფლება ნუთუ არ დაფიქრდა იმაზე, რომ ეს ქალი ყველაფერზე წამსვლელია, – განაცხადა მეუფე პეტრემ

