მილანი ალვარო მორატაში 60 მილიონს იხდის

მილანი ალვარო მორატაში 60 მილიონს იხდისიტალიური მილანი მადრიდის რეალის ფორვარდის ალვარო მორატას ტრანსფერში 60 მილიონ ევროს იხდის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მილანი მზად არის რეალს ეს თანხა გადაუხადოს, რადგან მორატა მილანის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იქნება.

რეალში ალვარო მორატას საკმაოდ მცირე სათამაშო დრო აქვს, ამიტომ არ არის გამორიცხული მან ამის გამო სამეფო გუნდი დატოვოს და კარიერა იტალიაში გააგრძელოს, სადაც ის ერთხელ უკვე თამაშობდა იუვენტუსის შემადგენლობაში.

მორატა რეალში ზაფხულში დაბრუნდა და მას შემდეგ საკმაოდ შედეგიანადაც თამაშობს, თუმცა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ ითვლება.