NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენსNDI – ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.გამოკითხულთა 63 % სწორედ ასე ფიქრობს.

კითხვაზე: რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: რუსეთი – 63 %, თურქეთი – 6 %, ამერიკა – 5 %, საქართველო – 1 %, სომხეთი – 1 %, ირანი 1 %. კატეგორია „არ ვიცი“ – 15 %.

გამოკითხვისას NDI-მ რესპდენტებს კითხა რომელი ქვეყანა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ. აქ ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ამერიკის შეერთებული შტატები – 35 %, საქართველო – 12 %, რუსეთი – 10 %, აზერბაიჯანი 2 %, საფრანგეთი 1 %, თურქეთი 1 %, გერმანია 1 %, სომხეთი 1 %. კატეგორია „არც ერთი“ აირჩია 18 %-მა, ხოლო 17 %-მა პასუხი „არ იცის“.