ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანდრეა სეპი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანდრეა სეპი დაამარცხანიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონში მიმდინარე ტურნირში უკვე მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. პირველ წრეში ბასილაშვილმა ჩორიჩი დაამარცხა, ხოლო შემდეგ კი ქართველი ჩოგბურთელის მსხვერპლი გამოცდიელი იტალიელი ანდრეა სეპი აღმოჩნდა.

სეპის დამარცხება ნიკამ ორ სეტში მოახერხა ანგარიშით 6:4, 6:4. ამრიგად ბასილაშვილი უკვე მეოთხედფინალშია და მან 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რაც უდაოდ დაეხმარება მას რეიტინგში წინ წაწევაში.

კვირას როლან გაროსი იწყება და ნიკასთვის აუცილებელია ამ ტურნირისთვის კარგად მომზადება და ჯერჯერობით მას ეს გამოსდის. ბასილაშვილი  რეიტინგში  70-ე ადგილს იკავებს.