ოთარ წოწორია: “ყველაფერი ანგარიშსწორებაა, ჩემი დის საწინააღმდეგოდ“

ოთარ წოწორია: "ყველაფერი ანგარიშსწორებაა, ჩემი დის საწინააღმდეგოდ“4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკა ბათუმში. ექსპერტ-კრიმინალისტებს ადგილზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უწყებს განმარტებით, ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

უწყების ცნობით ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა სახის ვაზნა. დაინიშნება ექსპერტიზები. გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ოთარ წოწორიამ. ის მომხდარს დის საქმიანობას და მის მიმართ ანგარიშსწორებას უკავშირებს. წოწორია ცხადებს, რომ ამოღებული ნვთებიდან, მის საკუთრებაში არსებული ორი სანადირო თოფია.

ოთარ წოწორიას განცხადებით, ამოღებული ნივთებიდან მხოლოდ ორი სანადირო თოფია მისი საკუთრება. მისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა მის სახლში სხვა იარაღები. ის მომხდარს დის საქმიანობას უკავშირებს და ანგარიშსწორებად აფასებს.

– ჩემი დის საწინააღმდეგოდ გაკეთებულია ყველაფერი, ალბათ ანგარიშსწორებაა ყველაფერი. ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ ამიტომ. სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, მემკვიდრეობითი კუთვნილებაა, რეგისტრირებულია და არც არასდროს მისვრია, მაქვს შენახული, როგორც სახსოვარი. დანარჩენი ნაპოვნი ნივთები, წარმოუდგენელი როგორც გაჩნდა ჩემთან. დაახლოებით თვენახევრის წინ იყვნენ მოსული ავტოფარეხში, შეამოწმეს და წავიდნენ, – აცხადებს ოთარ წოწორია.

ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის განცხადებით, ერთი კვირაა ოთარ წოწორაი საცხოვრებელ სახლში არ ყოფილა. ,

– საკუჭნაო იყო ღია საიდანაც ეს ნივთები ამოიღეს და თუ ვინმეს რაიმეს ჩადება უნდა ადვილად განახორციელებს. მან ეს ნივთები პირველად ნახა და აკეთებს დასკვნას, რომ ეს ფაქტი მისი დის საქმიანობას უკავშირდება, – განაცხადა ადვოკატმა.

ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის ბათუმის წარმომადგენელიც.

ნიუპოსტი