ფაბრეგასის ტრანსფერი მილანში თითქმის გადაწყვეტილია

ფაბრეგასის ტრანსფერი მილანში თითქმის გადაწყვეტილიაჩელსის ესპანელი ნახევარმცველის სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი იტალიურ მილანში თითქმის გადაწყვეტილია.

მილანს ახალი მფლობელები ჰყავს, რომლებსაც ზაფხულში სერიოზული გეგმები აქვთ და ფაბრეგასის ყიდვა, მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფაბრეგასი ჩელსიში არ სარგებლობს მწვრთნელის ნდობით, თუმცა ის საკმაოდ ხშირად გამოდის ცვლილებებზე და ბოლო შეხვედრაში ევერტონთან გოლიც გაიტანა.

მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფაბრეგასი ჩელსის დატოვებას აპირებს და მილანი მისთვის კარგი ვარიანტი იქნება.

იტალიური გუნდი ამ ტრანსფერში 30 მილიონ ევროს იხდის.