ფაჩულიას ოჯახს კლუბ “სან ანტონიოს” გულშემატკივრები ემუქრებიან – კალათბურთელმა დაცვა გააძლიერა

ფაჩულიას ოჯახს კლუბ "სან ანტონიოს" გულშემატკივრები ემუქრებიან - კალათბურთელმა დაცვა გააძლიერაუცხოური მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის ზაზა ფაჩულიასთან ორთაბრძოლაში „სან ანტონიოს“ ლიდერმა კავაი ლეონარდიმ ტერფის ტრავმა მიიღო, იმ სკოლაში სადაც ზაზა ფაჩულიას შვილები სწავლობენ, სპეციალური დაცვის დაქირავება გახდა საჭირო. მიზეზი ის მუქარის წერილები გახდა, რომელიც ზაზა ფაჩულიამ „სან ანტონიოს“ გულშემატკივრებისგან მიიღო.

სწორედ ზაზა ფაჩულია დაადანაშაულა მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი განზრახ უხეშ თამაშში.

ფაჩულიამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არსებული სიტუაციის გამო, ის პასუხისმგებლობას გრეგ პოპოვიჩს არ აკისრებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ „სან ანტონიოს“ მწვრთნელის განცხადებამ ამ გუნდის გულშემატკივრები მის მიმართ კიდევ უფრო მეტი აგრესიით განაწყო.

მუქარის წერილები ინსტაგრამზე მივიდა, სადაც ზაზა ფაჩულიას ოჯახის ბევრი ფოტოა გამოქვეყნებული.

ფაჩულიას თქმით, ის დარწმუნებულია რომ არაფერი მოხდება, თუმცა პრევენციის ზომებს მაინც მიმართა.