ყველასთვის ცნობილია, რომ მომავალ წელს ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რადგან ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ბარსელონაში მუშაობას აღარ აპირებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს ლუის ენრიკეს ადგილს და ბარსელონა რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი გოლანდიელი სპეციალისტი ფილიპ კოკუა, რომელიც ამჟამად პსვ-ს მთავარი მწვრთნელია.
კოკუ ბარსელონაში 6 წლის მანძილზე თამაშობდა და კატალონიური გუნდის მაისურით მან 291 შეხვედრა ჩაატარა.
ერთი კვირის წინ კოკუ ბარსელონას შეხვედრას დაესწრო ოსასუნასთან, რამაც ჟურნალისტებს კიდევ უფრო მეტი სალაპარაკო მისცა. კოკუს ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.