რომას ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი კვირას თავის კარიერაში უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს. ეს შეხვედრა რომში გაიმართება და რომას მეტოქე ჯენოა იქნება.
სავარაუდოდ ამ შეხვედრაში ტოტი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება, რადგან მან თავისი ტვიტერის გვერდზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის ფეხბურთიდან მიდის.
”რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობ. ფეხბურთის მიმართ სიყვარული არასოდეს გამინელდება. ორშაბათიდან ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება”– განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.
ტოტიმ რომაში 22 წელიწადი გაატარა და მას სხვა კლუბში არასოდეს უთამაშია.

