ფრანკ რიბერიმ შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს

ფრანკ რიბერიმ შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოსმიუნხენის ბაიერნის ფრანგმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ შესაძლოა კარიერა თურქულ ტრაბზონსპორში გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია საშუალებები ავრცელებენ.

ბაიერმა რიბერიში 8 მილიონი ევრო მოითხოვა, თუმცა შემდეგ ფასი დააკლო და მიუნხენელები 5 მილიონზეც ყაბულს არიან. რიბერი უკვე 34 წლის არის და ბაიერნიდან მის შესაძლო წასვლაზე ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ, თუმცა რიბერის კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ტრაბზონსპორი მზად არის რიბერის წელიწადში 3 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც ამ გუნდისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. თვითონ რიბერის ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.