ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრესროგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ქართველი მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დაჭრილია და ამჟამად “არამიანცის” საავადმყოფოში წევს.

ჩვენი ინფორმაციით, ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დათუნაშვილს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრიალობა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს

სპორტალი