საქართველოს 29-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის პირველი ეტაპის შეხვედრების ფარგლებში, “ტორპედო”-მ მეტოქე თბილისის „დინამო“ ქუთაისში, საკუთარ მოედანზე მიიღო და 0:2 დამარცხდა.
„ტოპედომ“ დინამოს კარის აღება ვერ შეძლო, მაგრამ ეს გულანთებულმა გულშემატკივარმა გააკეთა, რომელიც შიშველი შევარდა „დინამოს“ კარში.
შიშველ გულშემატკივარს მოედანი საპატრულო პოლიციამ დაატოვებინა, თუმცა ვიდრე მოედნიდან გავიდოდა, “ტორპედო”-ს გულშემატკივარმა სტუმრების მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზა გააჟღერა.
pia.ge

