რა დაავადებას იწვევს ჰელიკობაქტერია

რა დაავადებას იწვევს ჰელიკობაქტერიაჰელიკობაქტერიის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიუახლოვდა. პილორული ჰელიკობაქტერიის გავრცელება საქართველოში პირველად ქალბატონი მიმოზას მიერ იქნა შესწავლილი.

რა არის პილორული ჰელიკობაქტერია, როგორია მისი სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები, ამ თემებზე სამედიცინო ცენტრის “ლანცეტი” გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი მიმოზა კანკია საუბრობს.

მიმოზა კანკია:

– ჰელიკობაქტერიის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიუახლოვდა.

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან რადიკალურად შეიცვალა წყლულოვანი დაავადებისა და ქრონიკული გასტრიტის მკურნალობისა და პრევენციის საკითხები, რაც განაპირობა პილორული ჰელიკობაქტერიის აღმოჩენამ.

– რა არის პილორული ჰელიკობაქტერია?

– საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ, პილორული ჰელიკობაქტერია ქრონიკული გასტრიტის წყლულოვანი დაავადების განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი, ძირითადი რისკ-ფაქტორია.

1994 წელს კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ პილორული ჰელიკობაქტერია აღიარა პირველი რიგის კანცეროგენად ანუ კუჭის კიბოს გამომწვევ ფაქტორად.

– როგორია დაავადების მკურნალობის მეთოდები?

– წყლულოვანი დაავადების და ქრონიკული გასტრიტის დროული და სათანადო მკურნალობა მოიცავს ჰელიკობაქტერიის აუცილებელ ელიმინაციას ანუ მოსპობას.

პილორული ჰელიკობაქტერიის ელიმინაცია კუჭის კიბოს რეალური განვითარების საფრთხისაგან მოსახლეობის პრევენციის – დაცვის მყარ გარანტიას იძლევა.

ჩვენს კლინიკაში მაღალი აკადემიური ხარისხით ტარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიური გამოკვლევა და პილორული ჰელიკობაქტერიის ვერიფიკაცია. თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ სრულყოფილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მეთოდური კვლევები – ულტრაბგერითი გამოკვლევა, გასტროსკოპია, კოლონოსკოპია – თანამედროვე აპარატურის საშუალებით. ჩვენ კი დაგეხმარებით დროულად და წარმატებით დავამარცხოთ გამოვლენილი პრობლემა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

– როდის უნდა მიმართონ ადამიანებმა გასტროენტეროლოგს?

– არ გადადოთ ვიზიტი გასტროენტეროლოგთან თუ თქვენ: ქრონიკულად გაწუხებთ მუცლის ტკივილი, ან გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები; გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ხშირი დისფუნქცია, მონელების შეფერხება, ტკივილის შეგრძნება და დისკომფორტი.