მადრიდის რეალმა სტუმრად ესპანეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი გრანადა გაანადგურა 4:0 და ჩემპიონობას უფრო მიუახლოვდა.
შეხვედრა რეალის სრული უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში უკვე 4:0 იყო სამეფო კლუბის სასარგებლოდ. დუბლი შეასრულეს ხამეს როდრიგესმა და ალვარო მორატამ.
რეალის მთავარმა კონკურენტმა ბარსელონამ ასევე გაიმარჯვა საკუთარ მოედანზე ვილიარეალთან 4:1, მაგრამ ჩემპიონატის ბედი რეალის ხელშია, რომელსაც დარჩენილ 3 შეხვედრაში 7 ქულა სჭირდება ჩემპიონობისთვის.
შემდეგ მატჩს რეალი საკუთარ მოედანზე სევილიას წინააღმდეგ ჩაატარებს.

