ბრაზილიელი ნახევარმცველის, ვინიციუს ჯუნიორის ტრანსფერისთვის რეალი 67 მილიონ დოლარს იხდის.
ამ შეთავაზებამდე, ვინიციუსმა ბარსასგან მიიღო წინადადება. ბარსელონა მის შესასყიდად 27.5 მილიონ დოლარს გამოყოფდა, ამას ემატებოდა ყოველწლიურად 7-მილიონიანი ხელფასი (ეს ხელფასის ის მოცულობაა, რაც ნეიმარს ჰქონდა კონტრაქტის გაფორმების პირველ პერიოდში). თუმცა ფაქტია, რომ რეალის შეთავაზებამ მოლოდინს გადააჭარბა.
საფეხბურთო კლუბ “ფლამენგო”-ს ნახევარმცველის, 16 წლის ვინიციუს ჯუნიორის ტრანსფერი კლუბ რეალში 2018 წლამდე არ განხორციელდება.
ვინიციუს ჯუნიორს უკვე მოგებული აქვს 17-წლამდელთა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში. ამ ჩემპიონატზე გატანილი 7 გოლით, ის საუკეთესო ბომბარდირიც კი გახდა.

