რეალმა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო

რეალმა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგომადრიდის რეალმა სტუმრად მალაგა 2:0 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. რეალმა ქვეყნის ჩემპიონატი 33–ედ მოიგო. აღსანიშნავია, რომ რეალი 5 წლის მანძილზე ვერ ახერხებდა ჩემპიონობის მოპოვებას, ამიტომ ზიდანის გუნდისთვის ეს დიდი წარმატებაა.

მალაგასთან შეხვედრაში რეალმა ანგარიში უკვე მე–2 წუთზე გახსნა და ამის შემდეგ სამეფო გუნდი მშვიდად აკონტროლებდა მატჩის სადავეებს. რეალის პირველი გოლი კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა, ხოლო მეორედ კი თავი კარიმ ბენზემამ გამოიჩინა.

ამრიგად რეალს სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა დარჩა და ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია იუვენტუსთან, რომელიც 3 ივნისს გაიმართება.