“რუსთავი 2”-დან ასამდე თანამშრომელი გათავისუფლდა, თანამდებობა შესაძლოა გვარამიამაც დატოვოს

“რუსთავი 2”-დან ასამდე თანამშრომელი გათავისუფლდა, თანამდებობა შესაძლოა გვარამიამაც დატოვოსსამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კრიზისი კომპანიის ფინანსების რამდენიმეთვიანმა ყადაღამ გამოიწვია.
სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კრიზისი კომპანიის ფინანსების რამდენიმეთვიანმა ყადაღამ გამოიწვია.

– რეორგანიზაცია ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია, რამდენიმე თვეა კომპანია ყადაღის რეჟიმშია, არ გვაქვს ხელმისაწვდომობა საბანკო რესურსებთან,  შესაბამისად, კრიზისიც მოსალოდნელი იყო. საჭიროა, ხარჯების და შემოსავლების ოპტიმიზაცია, – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში ნიკა გვარამიამ.

ფინანსური კრიზისის მოუგვარებლობის შემთხვევაში ნიკა გვარამია თანამდებობის დატოვებასაც არ გამორიცხავს

– კრიზისის მოსაგვარებლად გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, ვფიქრობთ სხვადასხვა მიმართულებით, მე ვეცდები ბოლომდე, მაგრამ თუ ადამიანი ვერ შველის სიტუაციას, ობიექტური მიზეზებიც რომ იყოს, არ შეიძლება, ბოლომდე იქ იყოს, – განმარტავს “ფორტუნასთან” არხის გენერალური დირექტორი.

რაც შეეხება გადაცემებს და საეთერო ბადეს, არხის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მთავარ საინფორმაციო გამოშვებას “კურიერს“  არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გადაცემებს, უკვე დაიხურა ორი – “ეკივოკი“ და “იღბლიანი ბორბალი.“  მოსალოდნელია სხვა გადაცემების დახურვაც.
 fortuna.ge