მას შემდეგ რაც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” გრიშა კაკაჩიას შვილი გამოჩნდა, მაყურებელმა რატომღაც ჩათვალა, რომ ეს სერიალში გიორგი მარშანიას მეორედ მოსვლა იყო და გრიშას შვილის როლს სწორედ ის ასრულებდა.
რა პრინციპით ამგვანებდნენ ერთმანეთს მსახიობ ბექა ლემონჯავას და გიორგი მარშანიას უცნობია, თუმცა ეს თემა იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა ფეისბუკგვერდზე ვიდეომტკიცებულება გამოაქვეყნა, რომ ისინი ნამდვილად სხვადასხვა ადამიანები არიან.
– მეგობრებო, გადავწყვიტეთ ამ ვიდეოთი ვუპასუხოთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს გვერდზე ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას, – წერია “ჩემი ცოლის დაქალების” ოფიციალურ გვერდზე.
ნიუპოსტი

