მომღერალი სალომე კორკოტაშვილი სხვადასხვა უცხოურ მუსიკალურ ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობს, პარალელურად წერს სიმღერებს, ასრულებს ახალ კომპოზიციებს და წარმატებაც არ აყოვნებს – ქართველი მომღერალი სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ათეულების ლიდერია.
სალომემ კიდევ ერთ მუსიკალურ კონკურსში, სადაც 100-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობდა, ლიდერობა არავის დაუთმო და კონკურსის გამარჯვებული გახდა:
– გავიმარჯვე! 100-ზე მეტ მუსიკოსში ამარჩიეს!!!!! სიმღერა დატრიალდება ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში და ლონდონში. იმედი მაქვს, მეორე კონკურსშიც პირველ ადგილზე გავალ! მადლობა, რომ მეხმარებით!