იუვენტუსის გერმანელ ნახევარმცველს სამი ხედირას კუნთის საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს, რომლის გამოც მან შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოტოვოს.
ექიმები ჯერჯერობით ზუსტ ციფრს ვერ ასეხელებენ, თუ როდის შეძლებს ხედირა მოედანზე დაბრუნებას, მაგრამ თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 3 ივნისს კარდიფში გაიმართება და იუვენტუსს მოწინააღმდეგე მადრიდის რეალი ჰყავს, რომელიც ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია.
ეს ორი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1998 წელსაც შეხვდნენ და მაშინ გამარჯვება რეალს დარჩა.

