ტერ შტეგენმა ბარსელონასთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა

ტერ შტეგენმა ბარსელონასთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივაბარსელონას გერმანელმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ბარსელონასთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

ტერ შტეგენი ოფიციალურად ახალ კონტრაქტს ხელს რამდენიმე დღეში მოაწერს და მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. ცნობილი გახდა, რომ გერმანელ მეკარეს ანაზღაურება გაეზრდება, თუმცა კონკრეტული ციფრები ცნობილი არ არის.

ტერ შტეგენმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბარსელონაში ის ძალიან ბედნიერია და სხვა კლუბში გადასვლაზე არ ფიქრობს.