თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზია 2017-ის ფინალში ვერ გადავიდა

თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზია 2017-ის ფინალში ვერ გადავიდა2017 წლის ევროფესტივალის ფინალს ქართველი კონკურსანტი თამარა გაჩეჩილაძე ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა ნახევარფინალის ათ რეიტინგულ ნომერს შორის ვერ მოხვდა.
ევროვიზიის ნახევარფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა.

9 მაისს პირველი ნახევარფინალური ტური გადალახეს: მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, საბერძნეთმა, შვედეთმა, პორტუგალიამ, პოლონეთმა, სომხეთმა, ავსტრალიამ, კვიპროსმა და ბელგიამ.