ტომას ტუხელი დორტმუნდის ბორუსიიდან წავიდა

ტომას ტუხელი დორტმუნდის ბორუსიიდან წავიდადორტმუნდის ბორუსიას მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება, რადგან ტომას ტუხელმა თანამდებობა დატოვა.

ტუხელის თქმით მას კონფლიქტი მოუვიდა გუნდის ხელმძღვანელობასთან და ეს გადაწყვეტილება მან ამის გამო მიიღო, თუმცა ბორუსიას მიმართ მას ყოველთვის მხოლოდ კარგი მოგონებები ექნება.

”ბორუსიაში ორი დაუვიწყარი სეზონი გავატარე და ამ გუნდის მადლიერი ყოველთვის ვიქნები. ბორუსიას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას მომავალში”– განაცხადა ტომას ტუხელმა.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს ტუხელის ადგილს ბორუსიაში და დორტმუნდელები რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ.