ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპატყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეშახტემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ოთხი მეშახტე შახტის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.