ცოტნე გამსახურდია: „რატომ ტრიალებს იმავ წრეზე ჩვენი სამშობლო უკვე მრავალი წელიწადია?“

ცოტნე გამსახურდია: „რატომ ტრიალებს იმავ წრეზე ჩვენი სამშობლო უკვე მრავალი წელიწადია?“ – 15 მაისი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. დარწმუნებული ვარ, მას ჩვენი ერთად დგომა გაეხარდებოდა. დანარჩენი – იქ გამოჩნდება! – ცოტნე გამსახურდია ფეისბუქზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციას აანონსებს.

– ჩვენ შეიძლება გვქონდეს მეტნაკლებად განსხვავებული ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ, მაგრამ უნდა ვიზიარებდეთ სწორ ღირებულებებს; უნდა გვქონდეს ჩვენი განვლილი გზის სწორად შეფასების უნარი და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები, თუ რატომ ტრიალებს იმავ წრეზე ჩვენი სამშობლო უკვე მრავალი წელიწადია.

და მიუხედავად ყველაფრისა, მადლობელი ვარ ბედის, რომ ეს სწორი ხედვა და ღირებულებები გამაჩნია. ზუსტად ამიტომ არ უნდა შევეგუო(თ) იმ უნიჭო სპექტაკლს, რასაც ძალაუფლებას დახარბებული ერთი ოლიგარქის მონები გვახვევენ თავს, უკვე მერამდენედ არგებენ კონსტიტუციას და პოლიტიკურ სისტემას ერთ პოლიტიკურ ძალას და მის უსასრულოდ ყოფნას ხელისუფლებაში. არღვევენ საყოველთაოდ მიღებულ ქვეყნის განვითარების პრინციპებს და ამ ყველაფერს უტიფრად დიდ სიკეთედ გვისახავენ!

ორშაბათს, 15 მაისს, დღის 12 საათზე ყველა, განსხვავებული თუ ერთნაირი პოზიციის ადამიანები, ვისაც ყელში ამოგვივიდა ამ ქვეყნისადმი სხვადასხვა ხელისუფლების დაუსრულებელი მტაცებლური დამოკიდებულება, შევიკრიბოთ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჩვენი სიტყვის სათქმელად! ამ დღეს სრულდება ქოცტიტუციის საჯარო განხილვა, სადაც პარტაქტივის აპლოდისმენტების ფონზე ჩვენი ქვეყნის ბიძინეს კარმიდამოდ ქცევა უნდათ იზეიმონ.
მაგრამ ძალა ხალხშია და არა – გაქსუებულ ბიჭ-ბუჭებში, როგორც უნდა რომ ჭრიან და კერავენ!

პ.ს. 15 მაისი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. დარწმუნებული ვარ, მას ჩვენი ერთად დგომა გაეხარდებოდა. დანარჩენი – იქ გამოჩნდება! გელით ყველას, ვისაც უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება გინდათ, – წერს ცოტნე გამსახურდია.