უეინ რუნიმ კაზინოში ნახევარი მილიონი წააგო

უეინ რუნიმ კაზინოში ნახევარი მილიონი წააგოუეინ რუნი კვლავ შენიშნეს კაზინოში. “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავმა ორ საათში 500 ათასი ფუნტი წააგო

ბოლო პერიოდში უეინ რუნი მინდორზე ნაკლებად ჩნდება. სამაგიეროდ ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავმა კაზინოში სიარულს მოუხშირა.

შოკისმომგვრელია ის თანხები რომელთაც რუნი აგებს. ბოლო ვიზიტი ორი დღის წინ ნახევარი მილიონი ფუნტის წაგებით დასრულდა.

მანჩესტერის ერთ-ერთი კაზინოს თანამშრომლები იხსენებენ:

– იგი პარალელურად რულეტს და ბლექ ჯეკს თამაშობდა. ძალიან დიდ თანხას დებდა წითელ ფერზე. ერთ მომენტში მან ბლექ ჯეკის მაგიდაზე ოთხი ათასი ფუნტი წააგო.

ბუნებრივია რომ რუნი საერთო დარბაზით არ სარგებლობს და მისთვის VIP კლიენტებისთვის არსებული ოთახებიდან ერთ-ერთი მუდმივად ღიაა. მომსახურე პერსონალის ინტერვიუდან:

– იგი ძალიან ბევრ ლუდს მიირთმევდა, მაგრამ თქმა იმისი რომ მთვრალი იყო არ შემიძლია. კონცენტრირებული იყო თამაშზე.

სარბიელი. ge