სან ანტონიოს წინააღმდეგ ბრწყინვალედ დაწყებული თამაშის მერე მეორე მეოთხედიდან ზაზა ფაჩულიას აღარ უთამაშია.
ცოტა ხანში გავრცელდა ცნობა, რომ ზაზას დახტომის დროს მარჯვენა ფეხის ტერფის კონტუზია დაემართა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ზაზამ მეტოქის კალათში ბურთი ჩატენა.
6 წუთში ქართველმა ცენტრმა 4 ეფექტური ქულა აიღო, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა. ამ 6 წუთში, რაც ზაზამ მოედანზე გაატარა, „მეომრებმა“ 7 ქულის უპირატესობა მოიპოვეს.
ეს იგივე ქუსლია, რომელმაც მას არ მისცა საშუალება 10 დეკემბერს ეთამაშა. თუმცა, ამჯერად დაზიანება ბევრად მსუბუქია.
საბოლოდ შეხვედრა გოლდენ სტეიტმა 136:100 მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

