ჟოზე მოურინიომ ინტერში დაბრუნება არ გამორიცხა

ჟოზე მოურინიომ ინტერში დაბრუნება არ გამორიცხამანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სელტასთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს უპასუხა და საუბარი მის ყოფილ გუნდზე ინტერზეც ჩამოვარდა.

მოურინიოს თქმით ის ამჟამად მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედზე ფიქრობს, მაგრამ მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ის კვლავ ინტერში აღმოჩნდეს. მოურინიომ აღნინა, რომ ინტერს ამჟამად კრიზისული პერიოდი აქვს, მაგრამ ისინი ამ კრიზისის დაძლევას მოახერხებენ.

პორტუგალიელი მწვრთნელი ინტერში 2008-10 წლებში მუშაობდა და ამ გუნდთან ერთად მან 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო.

ინტერის შემდეგ ჟოზემ მადრიდის რეალი ჩაიბარა, სადაც ისეთ წარმატებებს ვერ მიაღწია, როგორც იტალიურ კლუბში.