ჟოზე მოურინიომ თავისი ფეხბურთელები ისევ გააკრიტიკა

ჟოზე მოურინიომ თავისი ფეხბურთელები ისევ გააკრიტიკამანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბოლო პერიოდში თავის ფეხბურთელებს ხშირად აკრიტიკებს.

პორტუგალიელ მწვრთნელს ამის მიზეზიც აქვს, რადგან მანჩესტერი ვერ აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც მისგან ითხოვს გულშემატკივარი.

ამჯერად მოურინიოს შეგირდებმა საკუთარ მოედანზე სუონსის დამარცხება ვერ მოახერხეს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ძალიან გაირთულეს. მოურინიომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა მისი გუნდისთვის ტრავმებია და ფეხბურთელები ტუალეტში შესვლასაც ვერ ახერხებენ ისე რომ ტრავმა არ მიიღონ.

მიუხედავად ამისა, ჟოზემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალ სეზონში მდგომარეობა გამოსწორდება.