ზლატანი მოედანზე 8 თვის შემდეგ დაბრუნდება

ზლატანი მოედანზე 8 თვის შემდეგ დაბრუნდებამანჩესტერ იუნაიტედის შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანზე 8 თვის შემდეგ დაბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იბრას მომავალი სეზონის ნაწილიც გაუცდება.

ზლატანმა მუხლის ტრავმა ანდერლეხტთან შეხვედრაში მიიღო და ოპერაციაც გაიკეთა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ მას სარებილიტაციო კურსი დასჭირდება, რომელიც მინიმუმ 8 თვეს გასტანს.

აღსანიშნავია, რომ ზლატანს ზაფხულში მანჩესტერთან კონტრაქტი უმთავრდება და შესაძლოა ის გუნდის გარეშეც აღმოჩნდეს, თუ იუნაიტედმა ხელშეკრულების გახანგრძლივება არ მოინდომა.

წლევანდელ სეზონში იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე 17 გატანილი გოლია.