აბაშიშვილი: ”პრეზიდენტი მუხთარლის მეუღლეს და შვილებს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს”

აბაშიშვილი: ”პრეზიდენტი მუხთარლის მეუღლეს და შვილებს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს”საქართველოს პრეზიდენტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართოს ოჯახმა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მუხთარლის ოჯახის საქმეზე საგანგებო განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს სთხოვა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ის ხვალ შეხვდება აფგან მუხთარლის მეუღლეს და აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.