34 წლის ესპანელმა მცველმა ალვარო არბელოამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. ” ჯერ კიდევ შემიძლია ფეხბურთის თამაში, მაგრამ კარგად ვიცი, რომ მაღალ დონეზე ასპარეზობა გამიჭირდება. ვფიქრობ, უკვე დროა, რომ ფეხბურთიდან წავიდე”– განაცხადა არბელოამ.
არბელოამ კარიერის მანძილზე უამრავი ტიტული მოიგო, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო. გულშემატკივარს არბელოა ყველაზე მეტად რეალში თამაშის გამო ახსოვთ, სადაც ალვარომ 7 წელი გაატარა. არბელოა, რეალში გადასვლამდე ლივერპულის ფეხბურთელი იყო, ხოლო ესპანეთის ნაკრების მაისურით, მას 56 მატჩი აქვს ჩატარებული.

