ალვარო მორატა მანჩესტერ იუნაიტედს მიუახლოვდა

ალვარო მორატა მანჩესტერ იუნაიტედს მიუახლოვდამადრიდის რეალის ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა თითქმის მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია. მორატას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი თანახმაა ინგლისში გადავიდეს სათამაშოდ, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედი კი ამ ტრანსფერში 65 მილიონ ევროს იხდის.

რეალის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მადრიდელები 80 მილიონზე ნაკლებად მორატას გაშვებას არ აპირებდნენ, თუმცა შესაძლოა მათ აზრი შეიცვალეს.

მორატა რეალის აღზრდილია და ის თავის მშობლიურ გუნდში 2016 წელს დაბრუნდა, მაგრამ მაღალი კონკურენციის გამო ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო, ამიტომ მისი რეალიდან წასვლა ლოგიკური იქნება.