ალვარო მორატას მომავალი გაურკვეველია

ალვარო მორატას მომავალი გაურკვეველიამადრიდის რეალის ახალგაზრდა ფორვარდის ალვარო მორატას მომავალი გაურკვეველია. არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ მორატამ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის მაისური მოირგოს, თუმცა ეს ტრანსფერი გაჭიანურდა, რადგან რეალი მორატას ვერ ელევა და ფეხბურთელიც თავის მხრივ არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას.

მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის მორატას ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. მორატა მადრიდის რეალის აღზრდილია, თუმცა ორი სეზონის მანძილზე ის ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავდა და მშობლიურ კლუბში ის შარშან დაბრუნდა.