ანხელ დი მარია თითქმის ინტერის ფეხბურთელია

ანხელ დი მარია თითქმის ინტერის ფეხბურთელიაპსჟ-ს არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია სავარაუდოდ კარიერას მილანის ინტერში გააგრძელებს. ინტერი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს დი მარიასთან და არგენტინელი ფეხბურთელი ინტერის მიერ შეთავაზებული პირობებით კმაყოფილია.

ინტერში არგენტინელი ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება და მილანური კლუბი მასთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ინტერი ზაფხულში სერიოზულად გეგმავს გაძლიერებას და თუ ისინი დი მარიას შეიძენენ, მათი შეტევა გაცილებით ძლიერი და მრავალფეროვანი გახდება.

დი მარიას ინტერთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.