ანტუან გრიზმანმა ატლეტიკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ანტუან გრიზმანმა ატლეტიკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივამადრიდის ატლეტიკოს ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის ატლეტიკოში 2022 წლის ჩათვლით ითამაშებს.

ამ ნაბიჯით გრიზმანმა საბოლოოდ წერტილი დაუსვა იმ ჭორებს, რომ ის მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებდა კარიერას. გრიზმანმა განაცხადა, რომ ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ ატლეტიკოს სურს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ გუნდის გულშემატკივრებს უამრავი სიხარული მოუტანოს.

გრიზმანი ატლეტიკოს ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ამ ხნის მანძილზე ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.