საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დანიშნა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გააკეთა.
– ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

