თურქეთის ნაკრების და ბარსელონას ფეხბურთელი არდა ტურანი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს.
ამის მიზეზი ის არის, რომ ტურანს ჩხუბი მოუვიდა ერთ–ერთ თურქ ჟურნალისტთან, რომელიც მასთან ერთად თვითმფრინავში იმყოფებოდა. ტურანმა ჟურნალისტი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
საბოლოოდ ტურანი ნაკრებიდან მოკვეთეს, რაზეც არდამ განაცხადა, რომ ის ისედაც აპირებდა ნაკრებში კარიერის დასრულებას და ეროვნულ გუნდში ის აღარ დაბრუნდება.
არდა ტურანს კარიერის მანძილზე თურქეთის ნაკრებში 96 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

