არსენალი ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენას შეეცდება

არსენალი ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენას შეეცდებალონდონის არსენალი ლიონის ფრანგი ფორვარდის ალექსანდრ ლაკაზეტის ყიდვას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არსენალი მზად არის ამ ტრანსფერში ოლივიე ჟირუც ჩართოს და ის ლაკაზეტში გაუცვალოს ლიონს.

ლიონის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ლაკაზეტი სავარაუდოდ ამ გუნდში არ გაჩერდება, რადგან მან უკვე განაცხადა, რომ უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაში სურს.

ლაკაზეთის ატლეტიკოში გადასვლა თითქმის უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ატლეტიკოს ტრანსფერების გაკეთება აუკრძალეს, ამიტომ ლაკაზეტის ატლეტიკოში გადასვლა წლევანდელ ზაფხულს გამოირიცხა.