ბარსელონა პაულინიოს ყიდვას აპირებს

ბარსელონა პაულინიოს ყიდვას აპირებსბარსელონა ბრაზილიელი ნახევარმცველით პაულინიოთი დაინტერესდა. პაულინიო ამჟამად ჩინეთში თამაშობს და ერთი პერიოდი ის ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა.

ტოტენჰემში წარუმატებელი სეზონის შემდეგ პაულინიო 2015 წელს ჩინეთში გადაბარგდა, სადაც ის დღემდე თამაშობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონა უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თვითონ პაულინიომ განაცხადა, რომ მას არ სურს ჩინეთიდან წასვლა, თუმცა ბარსელონას შეთავაზებამ შესაძლოა მას აზრი შეაცვლევინოს. ბარსელონას გარდა პაულინიოს შეძენა ბაიერნსაც სურს.