კატალონიის ბარსელონა პაულინიოს ყიდვას აპირებს და კატალონიელები მზად არიან, ჩინურ გუანჟოუ ევერგრანდს, სადაც პაულინიო თამაშობს, 25 მილიონი ევრო გადაუხადონ. პაულინიო ჩინური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ამიტომ ჩინელები მას ადვილად არ დათმობენ და შესაძლოა ბარსელონას უფრო მეტის გადახდა მოუწიოს.
ჩინეთში გადასვლამდე პაულინიო ინგლისური ტოტენჰემის ღირსებას იცავდა, სადაც ბოლო სეზონი ცუდად ჩაატარა, რის შემდეგაც ტოტენჰემმა მასზე უარი თქვა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ბარსელონაში გადასვლა მისთვის ოცნების ასრულება იქნება.

