ბორის ბედია: “ამ ქვეყანაში არც კარგი სიმღერა უნდათ და არც კარგი მამაკაცი, წავალ თუნდაც მონღოლეთში”

ბორის ბედია: "ამ ქვეყანაში არც კარგი სიმღერა უნდათ და არც კარგი მამაკაცი, წავალ თუნდაც მონღოლეთში"მომღერალ ბორის ბედიას თქმით, მას არც ყოფილი და არც მოქმედი ხელისუფლება სწყალობს, რის გამოც ის ამჟამად უმუშევარია და საზღვარგარეთ წასვლას ფიქრობს, ამის შესახებ მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

– ამ ქვეყანაში არც კარგი სიმღერა უნდათ და არც კარგი მამაკაცი. სულ პოლიტიკაზე საუბარი შეიძლება?! კარგი სიმღერა, ცეკვა და ხელოვნება არ ჯობია?! რაიმე კონცერტი თუ იმარტება, ხელმძღვანელებს თავიანთი რჩეულები ჰყავთ. არც ნაციონალების ხელისუფლების ფავორიტი ვიყავი და არც ახლანდელი მთავრობა მწყალობს.

ველოდები გზა გამომიჩნდეს. უცხოეთში მინდა წასვლა. წავალ იქ, სადაც ჩემს ვოკალურ მონაცემებს სათანადოდ დააფასებენ, თუნდაც მონღოლეთში, – განაცხადა ბორის ბედიამ.